სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ბაიერნში ყველამ იცის, რომ მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მოხარულები ვართ, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნიშანია".

"სერჟ გნაბრი კარგად გამოიყურება. ტიაგოს შემთხვევაში უნდა დაველოდოთ, მას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. იმედი მაქვს, რომ თამაშს ორივე ფეხბურთელი შეძლებს".

"დაცვის ცენტრში ალაბა და ბოატენგი მშვენივრად თამაშობენ. ჩემპიონატის საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავს. ერნანდეზს ტრავმებმა გააწამეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშებზე საუკეთესო კონდიციები დაიბრუნოს. მისი განწყობით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. სეზონის ბოლომდე ყოველივე მოთამაშე დაგვჭირდება".

"კონტრაქტის მიხედვით ბოატენგს კიდევ ერთი წელი აქვს. ნაკრების ფეხბურთელი იყო. ფიზიკური მომზადების მხრივ მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გამხდარიყო. მასთან თანამშრომლობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საკუთარ ფუნქციებს მშვენივრად ასრულებს".

"ტრიბუნების თანადგომის დეფიციტი გუნდში ერთმანეთის მოტივირებით უნდა მოვახერხოთ. მინდორზე ხასიათის დემონსტრირება მნიშვნელოვანია".


22-05-2020