სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი 2023 წლამდე ბაიერნში დარჩება

ბაიერნის ხელმძღვანელობამ მანუელ ნოიერთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, იუწყება fcb.de

"კარანტინის კვირების განმავლობაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან იყო დაკავშირებული, გადაწყვეტილების მიღება არ მსურდა, რადგანაც უცნობი იყო: გაგრძელდება თუ არა ბუნდესლიგა და როდის მოხდება ჩემპიონატის განახლება. ამავდროულად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ტონი ტაპალოვიჩთან თანამშრომლობის გაგრძელება. რადგანაც ყველაფერი გაირკვა მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. ბაიერნში, ასევე როგორც სახლში, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბაიერნი არის და იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდი", განაცხადა მანუელ ნოიერმა.

ბაიერნში ნოიერი 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. ამის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ოთხჯერ გახდა. ბაიერნის რიგებში მან ჩემპიონატი შვიდჯერ და თასი ხუთჯერ მოიგო. 2013 წელს ტრიპლეტი მოიპოვა და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2014 წელს ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


20-05-2020