სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის 40 გოლი დაუგროვდა

უნიონთან შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ ისევ გაიტანა. ბუნდესლიგის 26 მატჩში პოლონელ თავდასხმელს 26 გოლი დაუგროვდა. ლევანდოვსკისთვის ეს პირად რეკორდ წარმოადგენს. ბაიერნის ისტორიაში 26 შეხვედრაში უკეთესი შედეგი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა. ლეგენდარული თავდასხმელის აქტივში 31 გატანილი ბურთი იყო.
ყველა ტურნირის ჩათვლით ლევანდოვსკის უკვე 40 გოლი დაუგროვდა. ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში ამ ნიშნულს მხოლოდ ბაიერნის თავდასხმელმა მიაღწია.

რეკორდმაისტერის რიგებში 23 პენალტიდან ლევანდოვსკიმ 21 გაიტანა. ბერლინში ლევანდოვსკიმ თანამემამულეს გიკიევიჩს შანსიც არ დაუტოვა.

Lewy ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მან ბურთი ისევ შეაგდო, აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


18-05-2020