სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა უნიონი დაამარცხა

ბაიერნი ეგრევე საქმეს შეუდგა. მეორე წუთზე ლევანდოვსკი საშუალო დისტანციიდან დაარტყა, ბურთი რიკოშეტის შემდეგ კუთხურზე გადავარდა. კუთხურმა ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა.
უნიონმაც დაარტყა კარების მიმართულებით. ნოიერი ბურთს დაეუფლა.
უჯა თითქმის ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ საბედნიეროდ კარებს ააცილა.
პავართან ორთაბრძოლაში უხეში თამაშის გამო ლანცმა არბიტრისგან ყვითელი ბარათი მიიღო.
ოფსაიდის გამო მიულერის გოლი არ ჩაითვალა. არბიტრმა VAR-ის დახმარებას მიმართა.
მაგრამ ბაიერნმა თავისას მაინც მიაღწია. საჯარიმოში სუბოტიჩმა გორეცკა წააქცია. ლევანდოვსკიმ პენალტი ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:1! პოლონელმა თავისი 26-ე ბურთი შეაგდო.
მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი არ შეცვლილა. ბაიერნი უტევდა და 80-ე წუთზე პავარმა ანგარიში 0:2-მდე გაზარდა. ფრანგმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით კარებში გადააგზავნა.
მიუნხელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ბაიერნსა და დორტმუნდს შორის ქულათა სხვაობა ისევ 4-მდე გაიზარდა.


17-05-2020