სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"პირბადეს ტარება ჩვენთვის არაჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს ხელისუფლების განკარგულებაა. ამას კეთილსინდისიერად ვასრულებთ".

"მომსამზადებელი პერიოდის დროს ჩემპიონატის განახლებისთვის ბევრს ვშრომობდით. პირველ ეტაპზე ვიდეოვარჯიშებს ვატარებდით. შემდეგ მუშაობა მცირე ჯგუფებში ვაწარმოეთ. საბოლოოდ საერთო ჯგუფში ვარჯიშებს დავუბრუნდით. ჩემპიონატის განახლებით მოხარულები ვიქნებით".

"გუნდის მდგომარეობით კმაყოფილები ვართ. 3 ტრავმირებული გვყავს: ზულე, კოუტინიო და ტოლისო, რომლებიც დიდი ხნით გამოგვაკლდებიან. მარტინეზი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა, მაგრამ მინდორზე გამოსვლის კონკრეტულ ვადას ჯერ ვერ დავაზუსტებ. ინტენსიურ ვარჯიშებს ვაწარმოებდით. გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. იმედია, ბერლინში ამას დავამტკიცებთ".

"5 ცვლილების შემოღებით კმაყოფილი ვარ. ორი ცვლილების გამოყენების საშუალებით უფრო მეტი მექნება, რაც არსებულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. ამას დაღლილი ფეხბურთელების შესაცვლელად გამოვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში რამდენიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ახალი წესის შემოღებით ძალიან მოხარული ვარ".

"კარგი, ლამაზი და წარმატებული ფეხბურთის დემონსტრირება ჩვენთვის მთავარი ამოცანაა. წინ ჩასატარებლად 9 ტური გვაქვს. მცირე ტურნირს შევადარებდი. ყველაფერი ნულიდან დაიწყება. იმედი მაქვს, რომ ფინიშზე მეტოქეებზე უფრო მეტი ქულა გვექნება. ბუნდესლიგას თვალს 200 ქვეყანაში უნდა ადევნონ - მაყურებლების წარმოუდგენელი რაოდენობაა. ტოპ დონის თამაშის დემონსტრირება გვსურს".

"შესვენების დაწყებამდე კოუტინიომ საკუთარი მაღალი დონე აჩვენა. ვარჯიშებზე ჩანდა, რომ გუნდში თავს უკეთესად გრძნობს. მშვენიერი ფეხბურთელია. მასთან თანამშრომლობისგან სიამოვნებას ვღებულობ. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში მინდორს დაუბრუნდება".

"უნიონს მშვენიერი მენტალიტეტი გააჩნია. აგრესიული გუნდია, რომელიც მეტოქის კარებზე არის მიზანმიმართული. წინააღმდეგობის გაწევა მოგვიწევს. ხასიათის დემონსტრირება და ორთაბრძოლების მოგება გვმართებს".


15-05-2020