სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი ბაიერნში 2023 წლამდე დარჩება

ბაიერნმა თომას მიულერთან მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლამდე გაახანგძლივა, იწყება ოფიციალური საიტი. მოლაპარაკებები მშვენიერი ატმოსფეროს თანხლებით ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ გრანდში მიულერი 10 წლის ასაკიდან გამოდის.

"ორივე მხარემ კონტრაქტს ხელი დიდი კმაყოფილებით მოაწერა. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ყველაფერი დაბრუნდება, წარმატებების მიღწევას შევძლებთ. ეს მოტივაციას მაძლევს. ჩემთვის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტული იყო. კლუბში იგივე აზრზე იყვნენ. ცხოვრების 2/3 ბაიერნში გავატარე. ბაიერნი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამსახური. ამ კლუბის მიმართ დიდ სიყვარულს ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ გუნდში კიდევ 3 წელს გავატარებ და როგორც ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯები", აღნიშნა თომას მიულერმა.


07-04-2020