სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პაუზა ჩემპიონატში 2 აპრილამდე გაგრძელდება

იძულებითი პაუზა ბუნდესლიგაში 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, იუწყება ბაიერნის ოფიციალური საიტი. ორშაბათს შესვენების შესახებ განცხადება გერმანული საფეხბურთო ლიგის (DFL) თავმჯდომარემ კრისტიან ზაიფერტმა გააკეთა.

ეს გადაწყვეტილება გერმანული საფეხბურთო ლიგის პრეზიდიუმმა პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბების 36 წარმომადგენელთან ერთობლივად მიიღო. კლუბების წარმომადგენლები შეთახმდნენ, რომ მარტის თვის ბოლო კვირის განმავლობაში სიტუაციის შესაფასებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.


16-03-2020