სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რიბერი: "ბაიერნში კიდევ ერთი წლით დარჩენაზე ვოცნებობ"

"ზაფხულში ჩინეთიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა. მაგრამ ბუნდესლიგა მომწონს, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლებით ბედნიერი ვარ. ამ ტურნირის მოგება მეორედ მსურს. ბაიერნში კიდევ ერთი წლით დარჩენაზე ვოცნებობ. მაგრამ ამ სეზონის დასრულების შემდეგ საკუთარ კონდიციებს უნდა დავაკვირდე და შეფასება მივცე - ისევ თუ ვაკმაყოფილებ ბაიერნის დონეს?! მესმის, რომ სეზონის ყველა შეხვედრას ვერ ჩავატარებ. ეს სიგიჟე იქნებოდა. კოვაჩთან თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ. სიტუაციას ყოველთვის მიხსნის. მისთვის ცნობილია, როდის და სად უნდა გამომიყენოს", აღნიშნა ფრანკ რიბერიმ.


17-09-2018