სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პავარის გარეშე დაცვის ხაზი წარმოუდგენელი ხდება

ბაიერნის დაცვის ხაზში სრული წესრიგია! უკანასკნელი 4 მატჩის განმავლობაში რეკორდმაისტერი ბურთს არ უშვებს. ბენჟანემ პავარი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ბაიერნის დაცვის ხაზის სტაბილურობაზე პასუხს აგებს. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფრანგს მანუელ ნოიერთან და იოზუა კიმიხთან ერთად მინდორზე ყველაზე მეტი წუთი აქვს გატარებული. კონცენტრირებული და ჭკვიანური თამაშის ხარჯზე მსოფლიო ჩემპიონმა დაცვისა და შეტევის ხაზებს შორის მშვენიერ ბალანსში დიდი წვლილი შეიტანა.

სეზონის დასაწყისში პავარმა დაცვის ცენტრში ადგილი რამდენიმეჯერ დაიკავა. მაგალითად ეს უნიონთან პირველი წრის შეხვედრაში მოხვდა. იმ მატჩში ბენჟამენმა ანგარიში უკვე მე-13 წუთზე გახსნა. კიმიხის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის მეკარემ ბურთი პავარზე მოიგერია, რომელმაც ლამაზი დარტყმით უნიონის კარები აიღო. გრძელვადიან პერსპექტივაზე პავარმა მარჯვენა მცველის ფუნქციების შესრულება უკვე აითვისა. შაბათს საღამოს მსოფლიო ჩემპიონს და მის პარტნიორებს უკანასკნელი კვირების მშვენიერი სტატისტიკის გაუმჯობესება სურთ (15 მატჩი მოპოვებული 14 გამარჯვება).


13-03-2020