სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეაქცია თასის წილისყრაზე

ჰასან სალიჰამიჯიჩი: "ფრანკფურტის სახით, რომელიც ალიანც არენაზე გვესტუმრება, მივიღეთ მეტოქე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თასის ფარგლებში მშვენივრად გამოდიოდა. ჩვენთვის ცნობილია ის, რაც გველოდება. მაგრამ საკუთარი შანსების გამოყენება აუცილებლად გვსურს. ფინალში გასვლა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გვინდა".

ჰანზი ფლიქი: "მოხარულები ვართ იმით, რომ მატჩს საკუთარ კედლებში გავმართავთ. წილისყრის დაწყებამდე ამას ვნატრულობდით, რადგანაც მანამდე 4 გასვლითი შეხვედრა ვითამაშეთ. შესაბამსად, წილისყრის შედეგით კმაყოფილები ვართ. ფრანკფურტი ძალიან გამოცდილი გუნდია, განსაკუთრებით ეს სათასო მატჩებს ეხება. ძალიან კარგი დონის მეტოქეა, რომელიც ემოციურ ფეხბურთს დემონსტრირებს. ჩვენ ნამდვილი სათასო ჯახი გველის. ფინალში გასვლა გვსურს, შესაბამისად ფრანკფურტის დამარცხება გვმართებს".

თომას მიულერი: "მშვენიერია, რომ თამაშის შესაძლებლობა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მოგვეცემა. ბოლო წლების განმავლობაში ფრანკფურტმა ჩვენთან ერთად დიდი სათასო ისტორია დაწერა. მაგრამ საშინაო შეხვედრაში ბერლინის საგზურის მოპოვება აუცილებლად გვსურს".

სერჟ გნაბრი: "ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება. ფრანკფურტთან მატჩში ბოლომდე დახარჯვა გვმართებს, შესაძლებლობების მაქსიმუმზე უნდა ვითამაშოთ. ბერლინში გერმანიის თასის ფინალზე ყოველთვის განსხვავებული ატმოსფერო სუფევს. მან მოხვედრა აუცილებლა გვსურს".


09-03-2020