სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოლოდინშია

"ყველანი ჩემპიონთა ლიგის სტარტის მოლოდინში ვიმყოფებით. განსხვავებული ტურნირია, რომელშიც ყველა გამოსვლას ნული ქულით იწყებს. ლისაბონში მარტივი მატჩი მართლაც რომ არ გვექნება. ბევრი ძალების დახარჯვა მოგვიწევს", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

"დიდ მოლოდინში ვართ. ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის ეს განსხვავებულ ტურნირს წარმოადგენს", განაცხადა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

რენატო სანჩესთვის მომდევნო დუელი წარსულში დაბრუნება გახდება. 2008-16 წწ. პორტუგალიელი ბენფიკის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. 2015/16 წწ. მეოთხედფინალში ბენფიკა ბაიერნს შეხვდა. სანჩესმა მონაწილეობა ორივე მატჩში მიიღო. ოთხშაბათს ნახევარმცველი თავის ყოფილ კლუბს პირველად დაუპირისპირდება.


17-09-2018