სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დერბი მოიგო

პირველი ტაიმის 35-40 წუთი ბაიერნის ფეხბურთელებს ეძინა. მეტოქე უფრო აქტიურად გამოიყურებოდა და მომენტებს ქმნიდა. დასკვნით 10 წუთში მიუნხენელებმა უპირატესობა მოიპოვეს. 45-ე წუთზე რეალური შანსი მიულერს ჰქონდა, მაგრამ თომასმა კარებს ზემოდან ააცილა. შესვენებაზე გუნდები ანტარიშით 0:0 გავიდნენ.

53' წუთზე რეკორდმაისტერმა ანგარიში გახსნა. ბოატენგმა მიულერზე შესანიშნავი გადაცემა შეასრულა და თომასმა ერთი შეხებით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

64' ცირკცეს დარტყმის შემდეგ ბურთი სასწაულად არ შეგორდა კარებში. მეკარემ გმირული სეივი შეასრულა.

69' მეკარეს მორიგი სეივი ახლა უკვე კოუტინიოს დარტყმის შემდეგ. ანგარიში არ შეცვლილა, 1:0.

71' გნაბრი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ სერჟმა შორეულ კუთხეს ააცილა.

80' აუგსბურგს 100%-ანი შანსი ჰქონდა. პირველი დარტყმა ნოიერმა მოიგერია, მეორეს შემდეგ ბურთი დეივისს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა.

ბოლო 5 წუთზე ფლიქმა მინდორზე მარტინეზი გამოუშვა, რომელმაც ტრავმის შემდეგ დებიუტი იზეიმა. თითქმის ეგრევე მომენტი გნაბრის შეექმნა, მაგრამ ვინგერმა კარებს ააცილა.

89' აუგსბურგმა ბურთი შეაგდო, მაგრამ არბიტრმა ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

კომპენსირებულ დროში გორეცკამ გნაბრის გადაცემით ანგარიში 2:0-მდე გაზარდა!

ბაიერნმა ბავარიული დერბი მოიგო და ქულათა უპირატესობა ოთხამდე გაზარდა.


08-03-2020