სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრი რეკორდის წინაშე დგას

გერმანიის ჩემპიონატის 13 მატჩში ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით სერჟ გნაბრიმ მონაწილეობა გუნდის 14 საგოლე შეტევაში მიიღო. ვინგერმა 9 ბურთი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე გნაბრი უკვე ზედიზედ 3 შეხვედრაში მინდორს გატანილი ბურთის გარეშე არ ტოვებს. ესეთი სერია ვინგერს რეკორდმაისტერის მაისურში ჯერ ჰქონია. უკანასკნელად გნაბრი ზედიზედ 4 მატჩში 2017/18 წწ. სეზონში ჰოფენჰაიმის რიგებში იტანდა. აუგსბურგის კარებში გოლის შემთხვევაში 24 წლის ფეხბურთელი ამ რეკორდს არა მხოლოდ გაიმეორებს, არამედ ახალ რეკორდს დაამყარებს: მიმდინარე სეზონში გნაბრიმ უკვე 11 გოლი მიითვალა, უფრო მეტი ბურთის გატანა სერჟს ჯერ არ გამოსდიოდა.


08-03-2020