სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი აუგსბურგთან უკვე 9 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (7 გამარჯვება და 2 ფრე). საერთო ჯამში მიუნხელებმა მეტოქეს შეხვედრების 76% მოუგეს (17-დან 13). ბუნდესლიგის არც ერთ სხვა გუნდთან აუგსბურგი ესე ხშირად არ მარცხდებოდა.

მეორე წრეში რეკორდმაისტერი ბურთებს მატჩის დებიუტში იტანს: 9 გოლი პირველ 15 წუთში. არც ერთ სხვა გუნდს პირველ 15 წუთში 3-ზე მეტი ბურთი არ გაუტანია.

ჰოფენჰაიმთან მოპოვებული გამარჯვებით (6:0) მიუნხენელებმა რეკორდული სერია გაახანგრძლივეს. ბაიერნი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 5 გასვლით მატჩში მინიმუმ 3 ბურთს იტანდა. მიმდინარე ჩემპიონატის 24 ტურში ფლიქის გუნდმა უკვე 71 ბურთი შეაგდო. რეკორდი აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე ბაიერნს ეკუთვნის: 2013/14 წწ. - 72 გოლი.

ბუნდესლიგაში ბაიერნის წაუგებელი სერია უკვე 10 მატჩს შეიცავს. უკანასკნელ 10 ტურში "წითლებმა" 30 ქულიდან 28 დააგროვეს. მხოლოდ 21-ე ტურში ლაიპციგთან გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 0:0 დაასრულა. ამ მატჩებში ბურთების შეფარდება 36:6 შეადგენს. ხუთ შემთხვევაში ბაიერნს ბურთი არ გაუშვია.

ბაიერნმა კვირას ჩატარებულ მატჩებში შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია უკვე 7 შეხვედრას შეიცავს - 5 გამარჯვება და 2 ფრე. უკანასკნელად კვირას მატჩში მიუნხენელები 2018 წლის მარტში ლაიპციგთან დამარცხდნენ (1:2), რაც კვირას ჩატარებულ 16 შეხვედრაში ერთადერთი წაგებაა (12 გამარჯვება და 3 ფრე).

უკანასკნელი გასვლითი 4 მატჩი აუგსბურგს წაგებული აქვს. სამ შეხვედრაში გუნდს ბურთი არ გაუტანია. კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში აუგსბურგი კლუბის ანტირეკორდს დაამყარებს.


07-03-2020