სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ჰავი მარტინეზი და ლიუკა ერნანდეზი სათამაშოდ მზად არიან. პარასკევს ორივემ ივარჯიშა. კვირას საღამოს აუგსბურგის წინააღმდეგ მატჩს კინგზლი კომანი გამოტოვებს".

"ნიკლას ზულეს დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ. აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. სამედიცინო შტაბის პერსონალი მას ყურადღებიანად აკვირდება".

"იოზუა ცირკცეს კიდევ ბევრის სწავლა მმართებს. მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალური მოვლენაა. თანამედროვე ფეხბურთში ბურთის გარეშე მოქმედება უნდა შეისწავლოს. ამ კომპონენტში მომატება მმართებს. პროგრესირებაში დავეხმარებით, სათამაშო პრაქტიკას მიიღებს".

"U23 ასაკობრივ გუნდში ფიტე არპი კარგად გამოიყურება. უკანასკნელ მატჩებში საკუთარი სარგებლიანობა დაამტკიცა. მისი წარმატებით მოხარული ვარ. საქმეს პროფესიონალურად უდგება. ძირითად გუნდში მოსახვედრად გრძელი გზა ელის, მაგრამ ამაში დახმარებას გავუწევთ".

"აუგსბურგის წინააღმდეგ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება გვსურს, რადგანაც სახშლი ვთამაშობთ. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მოგებები არის საჭირო. წელს, და წინა სეზონში, აუგსბურგმა დისკომფორტი მოგვაყენა. იგივე თამაშის დემონსტრირება გვსურს, როგორც შალკესთან და ჰოფენჰაიმთან შეხვედრებში შევძელით. გუნდი ახლა ძალიან კონცენტრირებულია და დიდი სურვილით თამაშობს".



06-03-2020