სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

სამშაბათს საღამოს იოზუა კიმიხმა შალკეს კარებში "ოქროს" გოლი მიითვალა, რომელმაც ბაიერნი გერმანიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა. თამაშის 40-ე წუთზე, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, შალკეს ფეხბურთელებმა ბურთი არც ისე კარგად მოიგერიეს, რომლის შემდეგ კიმიხმა ზუსტი დარტყმა განახორციელა. მარკუს შუბერტი უშანსოდ დარჩა.

მიმდინარე სეზონში კიმიხმა შორეული დისტანციიდან მესამე ბურთი შეაგდო და ამ მაჩვენებლით გნაბრის გაუტოლდა.

ჟურნალისტებმა ბაიერნის უნივერსალი შალკესთან შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კიმიხმა ბურთთან 180 მოქმედება განახორციელა, რაც გერმანიის თასისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. იოზუამ 164 გადაცემა შეასრულა, აქედან ზუსტი 95% იყო. აღსანიშნავია, რომ კიმიხმა სრული მატჩი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა.


04-03-2020