სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბენფიკამ გენერალური რეპეტიცია წარმატებულად ჩაატარა

ბენფიკამ, ბაიერნთან მატჩამდე 4 დღით ადრე, გენერალური რეპეტიცია წარმატებულად ჩაატარა. პორტუგალიის ლიგის თასზე ლისაბონელებმა რიუ ავეს ანგარიშით 2:1 სძლიეს. ბურთები 21-ე წუთზე პენალტიდან ედუარდო სალვიომ და 49-ე წუთზე რაფა სილვამ (ფოტოზე) შეაგდეს.

პორტუგალიის ლიგის თასი ჯგუფური სისტემით ტარდება. ბენფიკა რიუ ავეს გარდა ფერეირას და ავეშს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ჩვენი დროით, 23.00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლისაბონელები ბაიერნს უმასპინძლებენ.


17-09-2018