სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასის ნახევარფინალში გავიდა

პირველი სახიფათო მომენტი შალკემ შექმნა. მეექვსე წუთზე შოფმა ნოიერისგან შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

5 წუთში "ხუმარებს" კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ. ბურგსტალერმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

15' პირველი კარგი შანსი გორეცკას ჰქონდა, ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

20' შალკე ბურთი შეაგდო, მაგრამ არბიტრმა ოფსაიდის გამო გოლი არ ჩათვალა.

22' საჯარიმოს გარედან პავარმა გაისროლა, მეკარემ დარტყმა მოიგერია.

შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე იოზუა კიმიხმა შალკეს კარები აიღო, 0:1!

ტაიმის მიწურულს ბურთის გატანის შანსი გორეცკას ჰქონდა, მაგრამ ნახევარმცველმა კარებს ისევ ააცილა. შესვენებაზე გუნდები 0:1 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში თამაშის ტემპი ოდნავ დავარდა. მომენტები პერიოდულად ორივე გუნდს ჰქონდა.

62' კოუტინიომ ბურთი ლამაზი ტრაექტორიით კარების მიმართულების გააგზავნა, სამწუხაროდ ბრაზილიელმა ხარიხას გაარტყა.

65' შალკეს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ თავდასხმელს დასკვნითი დარტყმა ვერ გამოუვიდა.

69' გნაბრიმ გაისროლა, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ჩაწოდების შემდეგ მიულერს ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ თომასმა თაური დარტყმით კარებს ააცილა.

72' გორეცკა მაკრატელა შეასრულა, ბურთი კარების ბადეს უკანა მხარეს დაეშვა.

77' კიმიხმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ნოიერმა თანაგუნდელი დააზღვია.

79' მორიგი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ნახევარმომენტი გნაბრის შეექმნა, მაგრამ ვინგერი ბურთამდე ნორმალურად ვერ მიაღწია და კარებს ააცილა.

მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. რეკორდმაისტერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. წილისყრა კვირას საღამოს გაიმართება.


04-03-2020