სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის თასის ფარგლებში ბაიერნი შალკეს წინააღმდეგ მეთორმეტე მატჩს გამართავს. არც ერთ სხვა გუნდთან მიუნხენელებს ესე ხშირად არ უთამაშიათ.

უკანასკნელად ბაიერნი შალკეს 2016/17 წწ. გათამაშებაში შეხვდა. მაშინ მეოთხედფინალურ სტადიაზე რეკორდმაისტერმა მეტოქეს ანგარიშით 3:0 სძლია. დუბლი ლევანდოვსკიმ მიითვალა, ერთი ბურთი ტიაგომ შეაგდო.

ბაიერნი შალკესთან უკანასკნელი 20 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (17 მოგება და 3 ფრე). ამ შეხვედრებში მიუნხენელებმა 55 ბურთი გაიტანეს (საშუალოდ მატჩში - 2.8 გოლი). გუნდმა 12 "მშრალი" შეხვედრა ჩაატარა.

იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნი შალკეს გამოაგდებს, მაშინ "ხუმარებისთვის" "წითლებისგან" უკვე მეცხრე გავარდნა იქნება. თასის ისტორიაში ბაიერნმა უფრო მეტჯერ მხოლოდ შტუტგარტი გამოაგდო.

შესანიშნავი სტატისტიკა! გერმანიის თასის მეოთხედფინალში რეკორდმაისტერი ზედიზედ მეცამეტედ გავიდა, რაც რეკორდს წარმოადგენს! უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ბაიერნი ნახევარფინალში სტაბილურად გადიოდა.

კარგი ნიშანი! თასის ფარგლებში უკანასკნელ 32 გასვლითი მატჩის შემდეგ ბაიერნი მომდევნო სტადიაზე გადიოდა. სამ შემთხვევაში გუნდს ამისთვის მატჩისშემდგომი პენალტების სერიის შესრულება მოუწია.


03-03-2020