სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ჰოფენჰაიმი გააცალმტვერა

მატჩი ბაიერნმა ძალიან მძლავრად დაიწყო. პირველ 7 წუთში მიუნხენელებმა მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს. ანგარიში მეორე წუთზე გნაბრიმ გახსნა. 5 წუთში მეორე გოლი კიმიხმა მიითვალა, 0:2!

მე-15 წუთზე ანგარიში 0:3 გახდა. სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი გოლით იოზუა ცირკცემ იზეიმა. ჰოლანდიელმა საჯარიმოში ცივსისხლიანად იმოქმედა, ზედმეტი შეხების გარეშე ბურთი კარებში გადააგზავნა.

32' ანგარიში 0:4 გახდა! კოუტინიოს დარტყმის შემდეგ ბურთი რიკოშეტით მაღალ კუთხეში შევარდა.

შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ. ბაიერნმა სამაგალითო პირველი ტაიმი ჩაატარა!

მეორე ნახევარი ასევე ბაიერნის გოლით დაიწყო. დუბლი კოუტინიომ შეასრულა, 0:5!

61' მეექვსე ბურთი შეცვლაზე გამოსულმა გორეცკამ გაიტანა, 0:6!

73' დუბლის შესრულება გორეცკას შეეძლო, მაგრამ ნახევარმცველმა კარებს ააცილა.

75' გორეცკას კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

77' ტრიბუნებზე გულშემატკივრების საქციელის გამო მატჩი შეწყდა...

13 წუთის შემდეგ შეხვედრა განახლდა.

ბოლო წუთები ცირკს დაემსგავსა. მეტოქეები ერთმანეთს ბურთს უგორებდნენ.


29-02-2020