სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ორი მნიშნელოვანი მოთამაშე დავკარგეთ. იმედი გვაქვს, რომ კინგზლი მხოლოდ 5 დღით გამოგვაკლდება. რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია, მის არყოფნას უნდა შევეგუოთ. გუნდი უფრო უნდა გაერთიანდეს".

"შეტევის ხაზის დაკავშირებით უამრავი ტაქტიკური მონახაზი გაგვაჩნია. თავდასხმლის პოზიციაზე თამაში გნაბრის და მიულერს შეუძლიათ. ცირკცეს გამოყენების ვარიანტსაც არ გამოვრიცხავთ. შაბათამდე ვიფიქრებთ".

"ჰოფენჰაიმთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში კოუტინიო ითამაშებს. ამ შეხვედრაში გუნდში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მიიღებს. ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოიყურება. იმედი მაქვს, რომ ათამაშდება. ახლა ამის გასაკეთებლად ოპტიმალური დროა".

"ბოატენგის კარგი კონდიციებით მოხარული ვარ. ამის მისაღწევად ბევრი იშრომა. ახლა საუკეთესო თვისებებს დემონსტრირებს".

"ვარჯიშზე მარტინეზს დავაკვირდებით. შეიძლება მატჩზე წავიყვანოთ. სასტარტო შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, არ გამოვა".

"ერთადერთი გერმანული გუნდი ვართ, რომელიც სამივე ტურნირზე ასპარეზობს. კონცენტრაცია ამაზე უნდა გავამახვილოთ".

"წარმატების მიღწევა მხოლოდ საერთო ძალებით არის შესაძლებელი. თამაშის დროს სიტუაციის გაანალიზება არის საჭირო. ეს იმისთვის, რომ 80%-ანი შანსი 100%-ანში გარდავქმნათ. უკანასკნელ მესამედში რისკზე წასვლაც შეიძლება. შესაბამისად, თამაში საკუთარ ძალებში რწმენით გვმართებს. შემადგენლობაში საკმაოდ გვყავს კრეატიული ფეხბურთელები, რომლებსაც მინდორზე კრეატივის დემონსტრირების და ასევე შეცდომის დაშვების უფლება აქვთ".


28-02-2020