სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ჩელსი დაჩაგრა

ლონდონში ბაიერნმა მორიგი შოუ დადგა! მთავარი გმირი ისევ სერჟ გნაბრი გახდა. ბაიერნის ვინგერმა ორი გოლი მიითვალა. რეკორდმაისტერმა "არისტოკრატები" ანგარიშით 3:0 დაჩაგრეს!

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ. თომას მიულერმა ბურთი ხარიხას გაარტყა. რამდენჯერმე თამაშში ჩართვა ნოიერს მოუწია.

შესვენების შემდეგ ბაიერნი უფრო მძლავრად გააქტიურდა. გნაბრიმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩელსის კარები ორჯერ აიღო. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სერჟმა ექვსივე ბურთი ლონდონში შეაგდო. ტაიმის მეორე ნახევარში მორიგი გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა. საპასუხო შეხვედრამდე, რომელიც 18 მარტს ალიანც არენაზე გაიმართება, ბაიერნმა დიდი უპირატესობა მოიპოვა.


26-02-2020