სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლემპარდი და კოვაჩიჩი მატჩის შესახებ

"თამაში ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს, რომელსაც ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ჩვენი ამოცანა - ამ მატჩისთვის გუნდის მომზადებაა. ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ორმატჩიან დუელში გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვა გვმართებს. პულიშიჩი, ოდოი და კანტე მატჩს გამოტოვებენ. პედრო შემადგენლობაში იქნება", განაცხადა ფრენკ ლემპარდმა.

"ბაიერნი ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაში მშვენიერი ფეხბურთელები თამაშობენ. მაგრამ საკუთარი სიძლიერე ჩვენც დავამტკიცეთ. შეიძლება მეტოქეზე ნაკლებად გამოცდილები ვართ, მაგრამ ვთვლი, რომ შანსები თანაბარია და ღია ფეხბურთს ვიხილავთ. გამარჯვების მოპოვება გვსურს", დაამატა მატეო კოვაჩიჩმა.


25-02-2020