სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"დასკვნით ვარჯიშზე ლეონ გორეცკამ მონაწილეობის მიღება შეძლო. მატჩის განაცხადში შევიყვან".

"ფრენკ ლემპარდს ჩემგან კომპლიმენტი. ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, რომელიც ფეხბურთისგან სიამოვნებას ღებულობს. შეტევაში სწრაფად თამაშობენ, საქმის მიყვანა დასკვნით დარტყმამდე ცდილობენ. ამ გუნდისგან ზეწოლას უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით ეს საშინაო შეხვედრას ეხება".

"თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. თამამი და შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება გვსურს. კარგ კონდიციებში ვიმყოფებით. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი გეგმას შეასრულებს".

"მატჩის დიდი მოლოდინი გამაჩნია. ამ სტადიონზე რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. სასტარტო სასტვენს ძალიან ველოდებით".

"რობერტ ლევანდოვსკი კარიერის განმავლობაში საუკეთესო კონდიციებში იმყოფება. საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. იმედი გვაქვს, რომ მაღალ დონეს მომდევნო შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. გუნდის ლიდერია, მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაცვაშიც კარგად შრომობს. მიმდინარე სეზონში სენსაციური სტატისტიკა აქვს".


25-02-2020