სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბაიერნი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდი გახდა. რეკორდმაისტერმა 18 ქულა მოიპოვა, ბურთების შეფარდებით +19, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ჯგუფურ ტურნირში პირველი ადგილის დაკავება ბაიერნმა მეთექვსმეტედ შეძლო, უფრო მეტჯერ ეს მხოლოდ ბარსელონამ მოახერხა (21). მიუნხენელები პლეიოფის რაუნდში ზედიზედ მეთორმეტედ გავიდნენ. უკანასკნელად გუნდმა ამის გაკეთება 2007/08 წწ. ვერ მოახერხა, რადგანაც UEFA-ს თასზე ასპარეზობდა.

ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ჩელსი ჩემპიონთა ლიგიდან 1/8 ფინალიდან ვარდება. უკანასკნელად "არისტოკრატებმა" 1/4 ფინალში გასვლა 6 წლის წინ მოახერხეს.

მიმდინარე გათამაშებაში რეკორდმაისტერმა მეტოქის კარები 24-ჯერ აიღო. ბაიერნს ტურნირში საუკეთესო შეტევის ხაზი აქვს. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უფრო კარგი მაჩვენებელი მხოლოდ პსჟ-ს ჰქონდა - 2017/18 წწ. - 25 გოლი.

გასვლაზე ბაიერნი უკვე 12 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (9 გამარჯვება და 3 ფრე), რაც კლუბის რეკორდს წარმოადგენს. უფრო გრძელი სერია მანჩესტერს (2007-10 წწ., 16 მატჩი) და აიაქსს (1994-97 წწ., 14 მატჩი) ჰქონდათ.

ჯგუფურ ეტაპზე რობერტ ლევანდოვსკიმ 10 ბურთი შეაგდო და ამით საკუთარი რეკორდი გაიმეორა. კიდევ ერთი ბურთის გატანის შემთხვევაში ლევანდოვსკი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში კარიმ ბენზემას დაეწევა, რომელიც 64 გოლით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ევროთასებზე საკუთარ მოედანზე ჩელსის გერმანული კლუბების წინააღმდეგ მატჩი არ წაუგია. 9 შეხვედრაში "ლურჯებმა" 6 გამარჯვება და 3 ფრე მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ჩელსიმ 6 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

ურთიერთშეხვედრებში სტატისტიკა თანაბარია. 2004/05 წწ. სეზონში ბაიერნი ლონდონში ანგარიშით 2:4 დამარცხდა, მიუნხენში კი მხოლოდ 3:2 მოიგო. 2012 წლის ფინალში მიუნხენელები ჩელსისთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ერთ წელიწადში ბაიერნმა "არისტოკრატებს" სუპერთასში სძლია,
და ისევ პენალტების სერიაში. ახლა ჰანზი დლიქის გუნდს მეოთხედფინალში გასვლა მიზნად აქვს დასახული.


24-02-2020