სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი: ჩელსისთვის მზად ვართ

"სამშაბათს მომდევნო რაუნდში გასასვლელად ფუნდამენტის ჩაყრა გვსურს. წარმატებული შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება", განაცხადა თომას მიულერმა.

"ჩელსის დაბალანსირებული შემადგენლობა ჰყავს: გუნდში როგორც ახალგაზრდები ასევე გამოცდილი ფეხბურთელები გამოდიან. სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ გამარჯვების მოპოვება გვსურს", აღნიშნა იოზუა კიმიხმა.

"ჩელსისთან მატჩისთვის მზად ვართ. გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ", თქვა მანუელ ნოიერმა.

შაბათს სირბილს ლეონ გორეცკა დაუბრუნდა, იუწყება ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ პადერბორნთან მატჩი ნახევარმცველმა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა.

სამშაბათს ლონდონში ბაიერნს ტრავმირებულები ნიკლას ზულე, ხავი მარტინეზი და ივან პერიშიჩი დააკლდებიან.


23-02-2020