სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი გერდ მიულერის კვალ და კვალ

ლევანდოვსკის ბურთები გააქვს, გააქვს და ისევ გააქვს, რეკორდს რეკორდზე ამხობს. პარასკევს გვიან საღამოს პოლონელმა პადერბორნთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მიმდინარე ჩემპიონატში ლევანდოვსკის უკვე 25 გოლი დაუგროვდა. 23 ტურის შემდეგ იდენტური მაჩვენებელი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა. ლეგენდარულმა თავდასხმელმა ამ შედეგებს 1969/70 წწ. და 1971/72 წწ. სეზონებში მიაღწია.

ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატის შეხვედრაში ლევანდოვსკიმ მინიმუმ ორი ბურთი უკვე მეექვსედ შეაგდო. პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა პადერბორნის კარების მიმართულებით 9 დარტყმა განახორციელა, რაც თითქმის მეტოქის ფეხბურთელების მთლიან მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.


22-02-2020