სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრიმ გოლი და 2 ასისტი მიითვალა

საკუთარ საიუბილეო 100-ე შეხვედრაში სერჟ გნაბრიმ გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარიერის განმავლობაში მეორედ ვინგერმა მონაწილეობა გუნდის მინიმუმ სამ საგოლე შეტევაში მიიღო. პირველი შემთხვევა ტოტენჰემთან გასვლით შეხვედრაში მოხვდა. გნაბრიმ პოკერი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა. გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელ 12 მატჩში ვინგერმა მონაწილეობა ბაიერნის 13 საგოლე შეტევაში მიიღო (8 გოლი და 5 ასისტი).

შესაბამისად, გნაბრი უკვე ოთხი გერმანიის ჩემპიონატის განმავლობაში მინიმუმ 10 ბურთს იტანს. რეკორდი მან 2016/17 წწ. სეზონში ვერდერის მაისურში დაამყარა - 11. მაგრამ ახლა სერჟი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ახლო მომავალში შეძლებს.


22-02-2020