სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: გუნდმა იბრძოლა

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩის ბოლომდე პადერბორნის სახით კერკეტი კაკალი მივიღეთ. 2:2-ის შემდეგ სრული ძალებით ვიბრძოლეთ. გუნდს ჩემგან კომპლიმენტი, ბოლომდე იბრძოლა. დაბრკოლებები ერთობლოვად უნდა გადავლახოთ და გამარჯვებების მოპოვება გვმართებს. 3 მცველით თამაშზე გადავეწყვეთ. გასაგებია, რომ ყველაფერი იდეალურად ვერ გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქეს თამაშის საშუალება არ მივეცით. მაგრამ წინა ხაზში დასკვნით სტადიაზე ბურთს ბოლომდე კარგად ვერ ვათამაშებდით. შესვენებაზე ეს პრობლემა განვიხილეთ. არც ისე მარტივი მატჩი გამოვიდა, მაგრამ ზუსტად ამის შესახებ გუნდი შეხვედრის დაწყების წინ გავაფრთხილეთ. პადერბორნი კარგ ფეხბურთს დემონსტრირებს. 3 ქულის აღებით მოხარული ვარ", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


22-02-2020