სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რთული 3 ქულა აუტსაიდერთან

მატჩი ნელი ტემპით დაიწყო. ბაიერნელები ბურთს აგორავებდნენ. პირველი მომენტი მეშვიდე წუთზე ლევანდოვსკის ჰქონდა, ოდრიოცოლამ ფლანგიდან ჩააწოდა, პოლონელმა თაური დარტყმით კარებს ოდნავ ააცილა.

10 წუთში პოლონელს ისევ შეექმნა მომენტი, მაგრამ გადაცემა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა და თავდასხმელმა ბურთი ვერ მოირგო.

26' მეტოქის მცველის შეცდომის შემდეგ, გნაბრიმ პადერბორნის კარები აიღო, 1:0!

თითქმის ეგრევე კიდევ ერთი მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ მის სუსტ თავურ დარტყმას მეკარე დაეუფლა.

41' კოუტინიომ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ბრაზილიელს დარტყმა ვერ გამოუვიდა.

ტაიმის მიწურულს პადერბორნმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა... 1:1. ნოიერმა გამოსვლაზე სერიოზული შეცდომა დაუშვა.

კომპენსირებულ დროში პადერბორნი გოლს გადაურჩა. რიკოშეტის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:1 გავიდნენ.

49' კარგი მომენტი პადერბორნს ჰქონდა, მაგრამ თავდასხმელმა ფეხი ბურთს ვერ გაარტყა.

53' ლევანდოვსკის მორიგი მომენტი, მაგრამ მეკარემ ივარგა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეკარემ მორიგი სეივი შეასრულა!

62' მეტოქის თავდასხმელი ნოიერთან თითქმის ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კაპიტანმა ბურთი აიღო.

67' მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე კომანი გავიდა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

72' ლევანდოვსკიმ მორიგი ბურთი შეაგდო, 2:1! გნაბრიმ შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

75' დაცვაში მორიგი შეცდომა და ... 2:2.

88' ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა, 3:2!

უამრავი შეცდომების და წუნის მიუხედავად რეკორდმაისტერმა 3 ქულა მაინც მოიპოვა.

წინ ჩელსია!


22-02-2020