სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"პადერბორნთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ჯერომ ბოატენგი და ბენჟამენ პავარი ვერ დაგვეხმარებიან. მათ შემცვლელები უნდა მოვუნახოთ. დანარჩენი ყველა მოთამაშე მზად არის. საერთო ჯგუფთან ერთად ტიაგომაც ივარჯიშა".

"პარასკევს საღამოს მინდორზე ალვარო ოდრიოსოლა გამოვა".

"თითქმის ყოველივე მატჩს ფავორიტის სტატუსში ვხდებით. მაგრამ პადერბორნს ფეხბურთის თამაში უყვარს, ეს გარემოება მათ სხვა გუნდებთან ანასხვავებს. შტეფენ ბაუმგარტმა გუნდში დიდი სამუშაო ჩაატარა. წინა ხაზში სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. მინდორზე ჩვენი უპირატესობის დამტკიცება გვმართებს".

"გუნდს დიდი მიზნები აქვს დასახული, მაგრამ ჯერ პარასკევის მატჩზე ვფიქრობთ. ჯერ ბუნდესლიგაა, შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგა მოდის. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ".

"უმეტეს შეხვედრაში მაღალი კლასის თამაშს ვდემონსტრირებდით. ამისთვის გუნდს დიდი კომპლიმენტი. ბოლო შეხვედრების მეორე ტაიმებში ბოლომდე არ ვიხარჯებოდით. ბურთს დიდხანს ვფლობთ და მეტოქეზე ბევრს დავრბივართ. ჩვენი გუნდი ყოველთვის შეტევაზე არის ორიენტირებული. ხანდახან ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება საჭიროა. ამით ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში ვიმყოფებით".

"საკუთარი მუშაობისგან სიამოვნებას ვღებულობ. მშვენიერი სამწვრთნელო შტაბი გამაჩნია. ყველა ტურნირში ოპტიმალურად გამოსვლას ვეცდებით. მომავალზე არ ვფიქრობ, ჯერ მთლიანად არსებულ სიტუაციაზე ვარ გადართული".


21-02-2020