სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

პარასკვეს საღამოს იუბილე შედგება: ბაიერნი ალიანც არენაზე, რომელიც 2005 წელს გაიხსნა, ბუნდესლიგის ფარგლებში, 250-ე მატჩს გამართავს. საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერმა შეხვედრები 78% მოიგო: 193 გამარჯვება, 36 ფრე და 20 მარცხი. ბურთები, 687:179.

პარასკეობით ბაიერნი განსაკუთრებით ძლიერ თამაშს დემონსტრირებს. გუნდს ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგია: 15 გამარჯვება და 4 ფრე.

მიუნხენელებმა პადერბორნთან 5 შეხვედრა გამართეს და ხუთივე მოიგეს, საერთო ანგარიშით 24:3. სათასო მატჩების გარდა, ჩემპიონატში ბაიერნმა 3 გამარჯვება მოიპოვა, საერთო ანგარიშით 13:2. მიუნხენელებს არც ერთ სხვა გუნდთან ასეთი წარმატებული სტატისტიკა პირველ სამ შეხვედრაში არ აქვთ.

პარასკევს საღამოს ჩემპიონატის პირველადგილოსანი ბოლოადგილოსანს დაუპირისპირდება. წინა სეზონში 2019 წლის მაისში ბაიერნმა აუტსაიდერ ჰანოვერს სძლია - 3:1. ბოლოადგილოსნებთან გამართულ 22 შეხვედრაში მიუნხენელებს არც ერთხელ არ წაუგიათ, 19 მოგება და 3 ფრე. უკანასკნელად ბაიერნი გასვლაზე კოტბუსთან დამარცხდა (0:2, 2008 წლის 15 მარტს).

პადერბორნი, თავის მხრივ, ლიდერს მეორედ შეხვდება. პირველად გუნდი 2015 წლის 21 თებერვალს ბაიერნის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ანგარიშით 0:6 განადგურდა. დღემდე პადერბონისთვის ბუნდესლიგაში ეს მარცხი ანტირეკორდს წარმოადგენს.

წინა ტურში ბაიერნმა კიოლნს პირველ 12 წუთში 3 ბურთი გაუტანა. იგივე შეიძლება პარასკევს საღამოსაც ვიხილოთ, რადგანაც ჩემპიონატში რეკორდმაისტერს პირველ 15 წუთის განმავლობაში უკვე 15 გოლი დაუგროვდა. პადერბორნი, პირიქით, პირველ 15 წუთში ბურთებს ყველაზე ხშირად უშვებს (13).



20-02-2020