სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნში პირველი ბურთი ლევანდოვსკიმ პადერბორნს გაუტანა

2014 წლის 23 სექტემბერს რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისურში პირველი ბურთი გაიტანა. ალიანც არენაზე პადერბორნი სტუმრობდა, რომელიც მეორე ბუნდესლიგიდან გადმოვიდა და საინტერესო ფაქტი იმ მომენტისთვის ჩემპიონატში ლიდერის პოზიციაზე იმყოფებოდა. მაგრამ ბაიერნმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გააცალმტვერა.

5,5 წლის შემდეგ მიუნხენელები სტუმრად პადერბორნს ისევ ელოდებიან. მაგრამ ახლა სიტუაცია განსხვავებულია. ლიდერი ჩემპიონატის ბოლოადგილოსანს დაუპირისპირდება. პადერბორნისთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. ამავდროულად, ბომბარდირთა დავაში ლევანდოვსკი 23 გოლით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მთელმა პადერბორნმა მხოლოდ 29 ბურთი გაიტანა.

2014 წლის მატჩის შემდეგ პოლონელმა თავდასხმელმა უამრავი რეკორდი დაამყარა. ბაიერნის მაისურში ლევანდოვსკის უკვე 227 გოლი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლის მიხედვით რობერტი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჩამორჩება. პარასკევს პოლონელს სტატისტიკის გაუმჯობესება შეუძლია.


19-02-2020