სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი ასისტების რეკორდსმენია

კვირას საღამოს კიოლნთან შეხვედრაში თომას მიულერმა პირველ ორ საგოლე კომბინაციაში ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

"თომასს მინდვრის კარგი ხედვა ყოველთვის ჰქონდა. მას პარტნიორების კარგ პოზიაციაზე გაყვანა შეუძლია. თომასს კარგი ალღო აქვს. მისთვის ცნობილია, რომელი გადაწყვეტილება უფრო სასარგებლო იქნება", შეაქო თანაგუნდელი მანუელ ნოიერმა.

შესაბამისად, მიმდინარე ჩემპიონატში 25 ნომერს უკვე 14 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საკუთარი რეკორდი თომას მიულერმა ჯერ კიდევ ზამთრის პაუზის დაწყებამდე გაიმეორა. კიოლნში მიულერმა პარტნიორებისთვის დასარტყმელად მომზადებული 7 გადაცემა შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, მინდორზე მყოფ მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.


17-02-2020