სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა კიოლნს ბლიცკრიგი ჩაუტარა

ბაიერნმა მატჩი ძალიან აგრესიულად დაიწყო. მესამე წუთზე ლევანდოვსკიმ მიულერის გადაცემით ანგარიში გახსნა, 0:1!

ორ წუთში კომანმა ანგარიში 0:2-მდე გაზარდა!

საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, ჰორნმა გნაბრიზე მოიგერია, მაგრამ ვინგერმა ბურთი კარებს ააცილა.

მაგრამ მომდევნო შეტევაში გნაბრიმ თავისი ბურთი მაინც გაიტანა. რეკორდმაისტერმა "თხები" 12 წუთში დაშალეს, 0:3!

მეოცე წუთზე კარგი მომენტი ტიაგოს ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა ბურთი კარებს ააცილა.

29' მიულერმა გნაბრი მონახა, მაგრამ ვინგერმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

37' ახლა კი კარების კარკასს ბურთი კიმიხმა გაარტყა.

ტაიმის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა, 0:3!

მეორე ნახევარი კიოლნის გოლით დაიწყო, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდის გამო კარების აღება არ დააფიქსირა.

შესვენებაზე ფლიქმა ცვლილება მოახდინა. მინდორზე ბოატენგის ნაცვლად ერნანდეზი გამოვიდა.

55' კიოლნს გოლი ისევ არ ჩაუთვალეს. მიზეზი იგივე აღმოჩნდა - თამაშგარე სიტუაცია.

62' ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა. კაპიტანმა მეტოქეს ფეხებში ჩაუვარდა და ბურთი მოიგერია.

65' გნაბრიმ ულამაზესი დრიბლინგი ჩაატარა და შესანიშნავი დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში გადააგზავნა, 0:4!

70' კიოლნმა ერთი ბურთის გატანა მოახერხა, 1:4.

თითქმის ეგრევე გნაბრის ჰეთ-ტრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვინგერმა ბურთი კარებს ააცილა. მიულერმა სერჟს ბურთი ულამაზესი ფანდით დაუტოვა, მაგრამ ამაოდ...

78' რეკორდმაისტერი ისევ ნოიერმა გადაარჩინა. ახლო დუელში კაპიტანმა კორდობას მოუგო.

89' ნოიერმა მორიგი საოცრება ჩაიდინა. მანუმ მოდესტეს დარტყმა მოიგერია.

ბაიერნმა კიოლნში 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.


16-02-2020