სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამბები ლაზარეტიდან

მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ალფონსო დეივისი და დავიდ ალაბა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ მწყობს ისევ დაუბრუნდნენ. კიოლნთან შეხვედრას მხოლოდ ნიკლას ზულე, ხავი მარტინეზი და ივან პერიშიჩი გამოტოვებენ.

"იმის შემდეგ, რაც კიოლნს სათავეში მარკუს გიზდოლი ჩაუდგა გუნდი წარმატებულ ფეხბურთს აჩვენებს. კიოლნმა ბევრი ქულის მოპოვება შეძლო. თავს ძალიან კარგად იცავენ. ხშირად მაღალი პრესინგის პრინციპს იყენებენ და ბურთის ართმევის შემდეგ შეტევაზე სწრაფად გადადიან. კონცენტრაციის გაფლანგვის შემთხვევაში ამ გუნდს ჩვენთვის ზიანის მიყენება შეუძლია", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.

ბაიერნს კიოლნთან გასვლით შეხვედრებში თამაში უყვარს: უკანასკნელი 14 მატჩიდან რეკორდმაისტერმა 12-ში გაიმარჯვა. მოგებათა სერია უკვე 5 შეხვედრას შეიცავს.


16-02-2020