სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ორივე გუნდმა კარგი აჩქარება აიღო: უკანასკნელ 7 ტურში ბაიერნმა 21 ქულიდან 19 დააგროვა, მეორე ადგილზე 15 ქულით კიოლნია. შეგახსენებთ, რომ "თხებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კიოლნს ბაიერნის წინააღმდეგ თამაში უჭირს. უკანასკნელ 11 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ქულა მოიპოვა. არც ერთ სხვა კლუბთან კიოლნს მსგავსი წარუმატებელი სერია არ აქვს.

ბაიერნი უკვე გასვლითი 19 მატჩის განმავლობაში არ აგებს გუნდებთან, რომლებიც მეორე ბუნდესლიგიდან დაბრუნდნენ. მხოლოდ წინა წელს ნიურნბერგის წინააღმდეგ შეხვედრაში (1:1) რეკორდმაისტერმა გამარჯვება ვერ მოიპოვა. უკანასკნელი მარცხი მიუნხენელებს კაიზერსლაუტერნისაგან აქვთ - 2010 წელს, 0:2.

მომდევნო მატჩს ბაიერნი ფავორიტის სტატუსში ხვდება. კიოლნი ცხრილის ლიდერების წინააღმდეგ წარუმატებლად გამოდის. უკანასკნელ 34 შეხვედრაში თხებმა მხოლოდ ერთი მოიგეს (8 ფრე და 25 მარცხი).

კიოლნის თავკაცს მარკუს გიზდოლს ბაიერნის წინააღმდეგ ცუდი სტატისტიკა აქვს. 50 წლის სპეციალისტმა მიუნხენელებთან 7 შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა.

კიოლნის საშინაო მოგებათა სერია უკვე 4 მატჩს შეიცავს. გიზდოლის მოსვლის შემდეგ გუნდი საკუთარ კედლებში არ მარცხდება (15-დან 13 მოპოვებული ქულა). ამ წარმატებაში დიდი წვლილი ჯონ კორდობამ შეიტანა, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში ბურთი აქვს გატანილი.


16-02-2020