სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"პარასკევს მანუელ ნოიერმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა. ნიკლას ზულეს, ივან პერიშიჩის და ხავი მარტინეზის გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. დევიდ ალაბამ დასვენებისთვის პაუზა მიიღო. მას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, მაგრამ შაბათს გუნდს დაუბრუნდება".

"მოხარულები ვართ იმით, რომ ერნანდესი და კომანი გუნდს სწრაფად დაუბრუნდნენ. ორივე კარგად ვარჯიშობს. ჯერ უცნობია შეძლებენ თუ არა სრული მატჩის ჩატარებას. მიზნად დავისახეთ ის, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად იყოს".

"მნიშვნელოვანია, რომ შენს ირგლივ ასისტენტების კარგი გუნდი იყოს. მე ზუსტად ესეთი სამწვრთნელო შტაბი მყავს. კომუნიკაცია ჩემთვის დიდ როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო იყოს. ამისთვის საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი აზრი ღიად გამოთქვან. ახლა ყველაფერი ესკარგად ფუნქციონირებს. ხანდახან ფეხბურთელები ჩემთან თვითონ მოდიან. ეს კარგი და მნიშვნელოვანი ნიშანია".


14-02-2020