სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ერნანდეზმა და კომანმა დაბრუნება იზეიმეს

კვირას საღამოს კომანმა და ერნანდეზმა მინდორზე დაბრუნება იზეიმეს. იმედია, რომ სეზონის მეორე ნახევარს რეკორდმაისტერი სრული შემადგენლობით ჩაატარებს.

ჯერ 67-ე წუთზე ბოატენგის ნაცვლად მინდორზე ერნანდეზი გამოვიდა. ფრანგმა ტრავმის 110 დღე გამოტოვა. ლიუკა თამაშში ეგრევე ჩაირთო და მატჩის ფინალურ სასტვენამდე ერნანდეზმა ყველა ორთაბრძოლის მოგება მოახერხა.

მატჩის მიწურულს მინდორზე ასევე ერნანდეზის თანამემამულე კომანი გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს ტოტენჰემთან მატჩში ფრანგმა ვინგერმა ტრავმა მიიღო. ლაიპციგის წინააღმდეგ შეხვედრა კომანისთვის ბაიერნის მაისურში 144-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ვინგერი რობერტ კოვაჩს და დიდი ჰამანს გაუტოლდა. კომანმაც ყველა თავისი ორთაბრძოლა მოიგო და ფრანგის მიერ შესრულებული გადაცემების სიზუსტე 100%-ს მიაღწია.


10-02-2020