სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

უგოლო ფრე ლაიპციგთან

პირველ ტაიმში საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობას ბაიერნი ფლობდა. კარგი მომენტები ლევანდოვსკის და ტიაგოს ჰქონდათ. მაგრამ პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარი ლაიპციგმა ძალიან აქტიურად დაიწყო. ბაიერნს გაშვებულ ბურთს ორჯერ გადაურჩა.

63' ვერნერმა ხელსაყრელ პოზიციიდან ბურთი კარებს ვერ გაარტყა. ბაიერნი უბრალოდ გადარჩა.

67' დიდ ფეხბურთში დაბრუნება ერნანდეზმა იზეიმა. ფრანგმა ბოატენგი შეცვალა.

80' გორეცკას 100%-ანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ბურთი დაბალ კუთხედან კუთხურზე მოიგერია.

85' ტრავმის შემდეგ მინდორს კომანი დაუბრუნდა. ფრანგმა გორეცკა შეცვალა.

მიუნხენში გუნდებმა ქულები გაყვეს. ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა.



09-02-2020