სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

რობერტ ლევანდოვსკი (22 გოლი) და ტიმო ვერნერი (20 გოლი) ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის 57 წლის ისტორიაში 20 ტურის შემდეგ არც ერთ ფეხბურთელს ამდენი ბურთის გატანა არ გამოსდიოდა. საღამოს ალიანც არენაზე ტოპ დუელში ორივეს თავისი ეფექტურობის დამტკიცება მოუწევთ.

მიუნხენში ლაიპციგი წარუმატებლად გამოდის. არც ერთი ქულა, არც ერთი გატანილი ბურთი და რაც აღსანიშნავია, ყველა მატჩს გუნდი კაცნაკლული შემადგენლობით ასრულებდა. ბუნდესლიგის არც ერთ სხვა კლუბთან საქსონელებს ესეთი წარუმატებელი სტატისტიკა არ აქვთ.

რეკორდმაისტერმა ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით მეორე წრის სამივე მატჩი საერთო ანგარიშით 12:1 მოიგო. რეკორდმაისტერის ისტორიაში ეს საუკეთესო სტარტია.

პირველ 20 ტურში ბაიერნმა 58 ბურთის გატანა მოახერხა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია და კლუბის ახალ რეკორდს წარმოადგენს. მანამდე საუკეთესო მაჩვენებელს ბაიერნი 1973/74 წწ. სეზონში მიაღწია, როდესაც 20 ტურში 56 გოლი მიითვალა. ბუნდესლიგის ისტორიაში ესეთ მაჩვენებელს მხოლოდ ბრემენი და ჰამბურგი ფლობენ.

ბაიერნი ერთადერთი კლუბია, რომელმაც უკანასკნელ 6 ტურში 18 ქულა დააგროვა. ამ სერიის დახმარებით მიუნხენელებმა ლაიპციგს დაეწიეს და გადაუსწრეს. სატურნირო ცხრილში ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნა.

ბაიერნი და ლაიპციგი ერთმანეთს მეათედ შეხვდებიან. სტატისტიკა მიუნხენელების სასარგებლოდ არის: 5 გამარჯვება, გერმანიის თასის მერვედფინალში პენალტების სერიის მოგება, ორი ფრე და ერთი მარცხი.

მიმდინარე სეზონში ლაიპციგმა მატჩებში, რომლების განმავლობაში მარცხდებოდა, 13 ქულის მოპოვება მოახერხა, რაც სხვა გუნდების შორის აბსოლუტურად საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ "ხარებმა" მატჩების უკანასკნელ 15 წუთში 16 ბურთის გატანა შეძლეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს.


09-02-2020