სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"კვირას საღამოს კინგზლი კომანი შემადგენლობაში იქნება. მისი დაბრუნებით ყველანი ბედნიერები ვართ. განაცხადის მიღმა მხოლოდ ნიკლას ზულე, ხავი მარტინეზი და ივან პერიშიჩი დარჩებიან".

"გულშემატკივრებს ისეთი ბაიერნის ხილვა სურს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში საკუთარ უმაღლესს დონეს აჩვენებს. ყოველ შეხვედრაში დახარჯვა 100%-ით გვმართებს. მოტივაციის შენარჩუნება მნიშნელოვანია. ჯერჯერობით ეს გამოგვდის. უკანასკნელი მატჩის შესახებ უკვე ბევრი ითქვა - კვირას საღამოს გუნდისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ყოველივე შეხვედრაში ინტენსიური თამაშის დემონსტრირება ბოლომდე გვმართებს, მეტოქის ნახევარზე აქტიური თავდაცვის პრინციპის გამოყენება იქნება საჭირო და რა თქმა უნდა, ბურთები უნდა შევაგდოთ".

"ყოველთვის ძალა უნდა გამოაჩინო. მატჩს ზუსტად ამ განწყობით ვხდებით. უმრავლესობა მომდევნო შეხვედრას ფინალს ადარებს. მე მასე არ ვთვლი, სეზონი გრძელია. მაგრამ ამ მატჩს დიდი მნიშნვნელობა ენიჭება. დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. გამარჯვების მოპოვება გვსურს, როგორც ეს სხვა ნებისმიერ შეხვედრას ეხება".

"ჰოფენჰაიმთან მატჩში კოუტინიოს ბევრი რამ არ გამოსდიოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდად თამაშობდა. კოუტინიო ჩვენი მოთამაშეა და მისთვის დახმარების გაწევას ვცდილობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ჩვენ დაგვეხმარება. ყოველივე ფეხბურთელის კარიერაში ცუდი პერიოდები ხდება. მაგრამ ბრაზილიელი ძალიან კარგად ვარჯიშობს და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. პოზიტიურად ვარ განწყობილი".

"იოზუა მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას გადამწყვეტი პოზიცია აბარია. მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარ აზრს აზიარებენ. სწორ გზას ადგას, მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ".

"ლევანდოვსკის მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმელად ვთვლი. მას სენსაციური სტატისტიკა აქვს. მოხარულები ვართ, რომ ბაიერნის ღირსებას იცავს".


07-02-2020