სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: ჰოფენჰაიმს ჩემგან კომპლიმენტი

"სათასო შეხვედრებში ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგ რაუნდში გადასვლაა. პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ პირველებმა გავუშვით, ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ და მეტოქეს მატჩში დაბრუნების საშუალება პრაქტიკულად არ მივეცით. მაგრამ მეორე ტაიმში რაღაც დროის მონაკვეთებში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით. 55-ე წუთიდან დაწყებული ნათლად ჩანდა, რომ გუნდმა ტემპი დააგდო. ინტენსიურობა დაგვაკლდა, რაც თამაშისთვის აუცილებელია. კარგი პრესინგის დემონსტრირება არ გამოგვდიოდა. შესაბამისად, ჰოფენჰაიმმა საკუთარი თვისებების გამოყენების უფლება მიიღო. ჰოფენჰაიმს კარგი თამაშისთვის ჩემგან კომპლიმენტი. როგორც შედეგი დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ყველაფერ დანარჩენს გავანალიზებთ და განვიხილავთ", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


06-02-2020