სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასის მეოთხედფინალში გავიდა

შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. პირველი მომენტი კოუტინიოს ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელის დარტყმა კარებს ასცდა. მსაჯმა ლევანდოვსკის გოლი არ ჩათვალა, რადგანაც მანამდე თომას მიულერზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ოფსაიდი ძალიან საეჭვო იყო.

შემდეგ ავტოგოლების დრო დადგა. ჯერ ბურთი საკუთარ კარებში ბოატენგმა ჩაჭრა, ნოიერი უძლური აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიმე წუთში მიულერთან ორთაბრძოლაში ავტოგოლის გატანის ჯერი უკვე ჰუბნერის დადგა.

ცოტა ხანში ალაბას მშვენიერი გადაცემის შემდეგ აქტიურმა მიულერმა ბაიერნი წინ გაიყვანა, 2:1! რეკორდმაისტერი ზეწოლას ზრდიდა და მეკარე რომ არა მიუნხენელები კიდევ 3-4 ბურთს შეაგდებდნენ. მაგრამ ტაიმის დასრულებამდე თავისი მორიგი გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა. პოლონელმა ბურთი თავური დარტყმის შემდეგ შეაგდო.

მეორე ნახევარი ბაიერნმა ინერციით შეტევებით დაიწყო. მშვენიერი მომენტი მიულერს ჰქონდა, თომასმა ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ კარებსაც ააცილა.

შემდეგ რეკორდმაისტერმა ტემპი დააგდო. ჰოფენჰაიმმა უპირატესობა მოიპოვა. სტუმართა გუნდმა ბურთიც გაიტანა, მაგრამ მანამდე ხელით თამაში დაფიქსირდა. ერთ ეპიზოდში ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა.

80-ე წუთზე მიუნხენელებმა ანგარიში 4:1-მდე გაზარდეს. ისევ ლევანდოვსკი, ისევ თავური დარტყმით.

ორ წუთში "სოფლელებმა" სტატუს კვო აღადგინეს, 4:2.

მატჩის მიწურულს მინდორზე ახალგარზდები ცირკცე და კუიზანსი გამოვიდნენ. თავისი შანსი ახალბედა ოდრიოზოლამ მიიღო.

87 წუთზე ბაიერნი მორიგ გოლს გადაურჩა. საბედნიეროდ ბურთი თავური დარტყმის შემდეგ კარებს ასცდა.

კომპენსირებულ დროში ჰოფენჰაიმმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, 4:3.

ყველაფრის მიუხედავად, მიუნხენელებმა მეოთხედფინალური სტადიის საგზური მაინც მოიპოვეს.

გერმანიის თასის მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა კვირას საღამოს გაიმართება.


06-02-2020