სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: ბერლინში მოხვედრა გვსურს

"ჰოფენჰაიმის სახით მეტოქე მივიღეთ, რომელსაც კარგი ფეხბურთის დემონსტრირება შეუძლია. ალფრედ შროიდერი ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელიც დიდ სამუშაოს ატარებს. ნამდვილი სპეციალისტია", განაცხადა ჰანზი ფლიქმა. 54 წლის მწვრთნელისთვის მომდევნო მატჩი საკუთარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იქნება. 2000 წლის ივლისიდან 2005 წლის ნოემბრამდე ფლიქი ჰოფენჰაიმის მწვრთნელი იყო. 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის თებერვლამდე ჰანზი კლუბის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ტრავმირებულების რიცხვს პერიშიჩი შეემატა. მაგრამ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, საღამოს შეხვედრის განაცხადში ლიუკა ერნანდეზი შევა.

თასის პირველ ორ რაუნდში ბაიერნმა ჯერ კოტბუსს (3:1) და შემდეგ ბოჰუმს (2:1) სძლია. 2020 წელს ჩატარებულ 3 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 3 გამარჯვება მოიპოვა საერთო ანგარიშით 12:1.

"მატჩის მოგება, მომდევნო რაუნდში გასვლა და, რა თქმა უნდა, ბერლინში მოხვედრა გვსურს. ძალიან კარგად მოვემზადეთ. მინდორზე გუნდმა სიტუაცია საკუთარ ხელებში უნდა აიღოს", დაასრულა ჰანზი ფლიქმა.


05-02-2020