სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰერლიხი: "საფეხბურთო გაკვეთილი შემოგვთავაზეს"

"ყველამ დაინახა, რომ ბაიერნის ფეხბურთელები უმაღლეს ოსტატობას ფლობენ და ეს არა მხოლოდ შემტევ პოტენციალს ეხება. ბურთის დაკარგვის შემდეგ ძალიან აქტიურები ხდებოდნენ. კონტრპრესინგს მიმართავდნენ. ორთაბრძოლებში დიდი მზადყოფნით ერთვებოდნენ. საფეხბურთო გაკვეთილი შემოგვთავაზეს", აღნიშნა ლევერკუზენის თავკაცმა ჰაიკო ჰერლიხმა.

"მატჩის დებიუტში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და ანგარიშის გახსნა მოახერხა. მაგრამ შემდგომში ორი გოლი ძალიან მარტივ სიტუაციებში მივიღეთ. ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება შესვენებამდე გვმართებდა. ამ შემთხვევაში ბაიერნელებს უფრო მეტი ძალების დახარჯვა მოუწევდათ. ბაიერნი ძლიერი გუნდია, მიუნხენელებმა დამსახურებლად გაიმარჯვეს", დაამატა დომინიკ კორმა.


16-09-2018