სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ივან პერიშიჩმა ტერფის ტრავმა მიიღო. მას აღსადგენად 4 კვირა დასჭირდება".

"სერჟ გნაბრი 100%-ით მზად არის".

"გუნდს საკუთარი შესაძლებლობების ისევ სჯერა. კარგი თამაშის დემონსტრირებისთვის საკუთარ ძალებში რწმენა არის საჭირო. ახლა გუნდში კარგი ბალანსია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ".

"ტიაგო გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება შეუძლია. მას შემტევი უნარებიც გააჩნია. სეზონის წინ ტიაგომ განაცხადა, რომ 8 ბურთს გაიტანს. მას კიდევ 5 გოლი სჭირდება".

"გუნდურ სპორტის სახეობებში მთელი გუნდით თავდაცვა და შეტევა მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის ამის გაკეთება კარგად გამოგვდის. შესაბამისად, კმაყოფილი ვარ. მაგრამ მაინცში გოლი მივიღეთ, აქედან გამომდინარე სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს".

"იმედი მაქვს, რომ კვირა დღეს კომანი საერთო ჯგუფში ვარჯიშს შეძლებს. აღდგენითმა პროცესმა სწრაფად ჩაიარა. ვინც ამაში დაგვეხმარა ყველას მადლობას ვუხდი".


04-02-2020