სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს საშინაო მატჩების კვირა ეწყება

რეკორდმაისტერის საქმეები სპორტული თვალსაზრისით კარგად ვითარდება. 2020 წელს გუნდმა სამივე მატჩი მოიგო. წინა შაბათს ბუნდსლიგის სატურნირო ცხრილში ბაიერნი პირველ ადგილს დაუბრუნდა. მაგრამ მიუნხენელებს დასასვენებლად დრო არ აქვთ. ოთხშაბათს გვიან საღამოს ფლიქის შეგირდები გერმანიის თასის მერვედფინალის ფარგლებში ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდებიან, კვირას საღამოს კი ლაიპციგს შეხვდებიან. ორივე მატჩი ალიანც არენაზე გაიმართება.

"ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ წინა შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. მომდევნო რაუნდში გასვლა აუცილებლად გვსურს", აღნიშნა მანუელ ნოიერმა. "კარგი ტემპი გვაქვს აღებული. ბოლო მატჩები მოვიგეთ. ეს საკუთარ ძალებში რწმენას გვიმატებს. მომდევნო კვირების განმავლობაში ძალიან დაგვეხმარება", დაამატა დევიდ ალაბამ.


04-02-2020