სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კვირას საღამოს რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. თავდასხმელმა ჟურნალ „Piłka Nożna“-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში უკვე მერვედ გაიმარჯვა.

"ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი. ყოველი ესეთი ჯილდო არა მხოლოდ კარგი შრომის მტკიცებაა, არამედ უფრო ბეჯითი შრომისთვის დამატებით მოტივაციას იძლევა", დაწერა 31 წლის ბაიერნელმა საკუთარ Instagram-ში.

2019 წელმა ლევანდოვსკისთვის მშვენივრად ჩაიარა. 48 ოფიციალურ შეხვედრაში რეკორდმაისტერის თავდასხმელმა 48 გოლი მიითვალა. საკუთარი კარიერის განმავლობაში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეოთხედ გაიმარჯვა. ოქროს ბურთის მაძიებელთა შორის პოლონელმა მერვე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკი რეკორდი რეკორდზე ხსნის. ყველაფერთან ერთად პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სამეულში შევიდა (224 გოლი 310 მატჩში). წინ მხოლოდ კლაუს ფიშერი (268/535) და ლეგენდარული გერდ მიულერი (365/427) არიან. გასულ ტურში, მაინცის წინააღმდეგ შეხვედრაში (3:1), ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისურში 150-ე გოლი მიითვალა.


03-02-2020