სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ ბაიერნში 150-ე გოლი მიითვალა

ექსტრაორდინალური სტატისტიკა: შაბათს საღამოს მაინცთან შეხვედრაში, რომელიც ბაიერნის გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა, რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში უკვე მერვე წუთზე გახსნა. შესაბამისად, პოლონელმა რეკორდმაისტერის მაისურში რიგით 179-ე შეხვედრაში 150-ე ბურთი გაიტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში ერთი კლუბის რიგებში ამდენი ბურთის გატანა მხოლოდ 8 ფეხბურთელმა შეძლო. ბაიერნის მაისურში ეს მხოლოდ გერდ მიულერმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ მოახერხეს. მაგრამ მათ უფრო მეტი მატჩის ჩატარება მოუწიათ, ვიდრე ლევანდოვსკის.

ამავდროულად შაბათის შეხვედრაში ზემოთაღნიშნული რეკორდი ერთადერთი არ იყო, რომელსაც პოლონელმა მიაღწია. გოლი, რომელმაც ლევანდოვსკიმ მაინცს გაუტანა, 20 გამართულ ტურში უკვე 22-ე აღმოჩნდა. ბუნდესლიგის 57-წლიან ისტორიაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა. 1972/73 წწ. სეზონში ლეგენდარულმა თავდასხმელმა ასევე 20 ტურში 22 ბურთი შეაგდო.


02-02-2020